სარემონტო სამუშაოები ხარაგაულის კინოთეატრში დიდი ხანია აქტიურად მიმდინარეობს. საქმეთმწარმოებელი კორნელი მამარდაშვილი ამბობს: „შენობის რეკონსტრუქცია დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამჟამად მიმდინარეობს დემონტაჟი. სახურავის კონსტრუქცია უკვე მზადაა. ამ კვირაში შენობა დაიხურება. პარალელურად მიმდინარეობს ლესვა და შიგნითა დემონტაჟის შემდეგ უკვე დავიწყებთ სცენისა და ტრიბუნების მოწყობას. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის უკვე ჩატარდა ტენდერი, სადაც ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა და იანვრის ბოლოსთვის თეატრის სამშენებლო-კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად დასრულდება.“
თამთა გოგოლაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების