სავარაუდოდ, მალე გადაწყდება, ხარაგაულში საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება თუ არსებული შენობა გარემონტდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხარაგაულის საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკითა და სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, – ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძისგან მას შემდეგ მივიღეთ, რაც ის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ რვა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საავადმყოფოებს შპს „ადითი“ ფლობდა. ამჟამად ეს საავადმყოფოები, მათ შორის ხარაგაულის საავადმყოფოც, სახელმწიფომ დაიბრუნა და იწყება მათი რეაბილიტაციის პროცესი.
„ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოების სამომავლოდ განვითარების გეგმებზე კონსულტაციებს მართავს ყველა მხარესთან, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – რამდენიმე დღით ადრე მინისტრი საავადმყოფოების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მოისმინა წინადადებები. ხარაგაულის საავადმყოფოს ხელმძღვანელ ქეთინო აბრამიშვილს ჩვენც ვესაუბრეთ და ჩვენი ერთობლივი პოზიცია ასეთია – კარგი იქნება, თუ საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, მაგრამ თუ ეს დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის, რომ არსებული გარემონტდეს. ნებისმიერ შემთხვევაში საავადმყოფოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი აპარატურის შემოტანა იგეგმება.“
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი