

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ პროექტის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ისინი ხარაგაულში მცხოვრებ ინდმეწარმეებსა და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტერნეტის პოპულარიზაციას. პროგრამის კოორდინატორი თორნიკე ჯობავა ამბობს, რომ პროგრამა მოიცავს მცირე, საშუალო და მიკრო მეწარმეების დახმარებასა და გადამზადებას ამ მიმართულებით; ასევე ხელშეწყობას იმ ოჯახებისას, რომელთაც არა აქვთ საშუალება ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტზე.
„ინტერნეტი არ არის ფუფუნება. მასზე ხელმისაწვდომობა არის თითოეული ადამიანის უფლება. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში დავაფინანსებთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, შეიძინონ კომპიუტერი და ინტერნეტ მომსახურება.
ახლა მიმდინარეობს კრიტერიუმების შემუშავება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამინების შერჩევა, თუმცა, ძირითადად, აქცენტს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე გავაკეთებთ“.
შეხვედრის მონაწილე ხარაგაულელი ინდმეწარმე მარინა გოგია ინტერნეტს საკუთარ საქმიანობაში ნაკლებად იყენებს. ამას დროისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონას აბრალებს. მაგრამ თუ ინოვაციების ცენტრი ჩაატარებს ტრენინგს ამ საკითხებზე, ის აუცილებლად ჩაერთვება.
„ინტერნეტით ვნახე მაღაზია, სადაც შევიძინე საჭირო საკერავი მანქანები, – ამბობს ხარაგაულელი ინდმეწარმე მაყვალა სებისკვერაძე – ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგები აუცილებელია თანამედროვე ადამიანისთვის“.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხარაგაულელთა განვითარებისთვის
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი