

სამშაბათს, 6 დეკემბერს, ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესტუმრებიან.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტერნეტის პოპულარიზაციას. პროექტის მიზანია დაეხმაროს ისეთ ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ საკმარისი სახსრები ინტერნეტისა და კომპიუტერის შესაძენად. აგრეთვე, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც სურთ ჩაერთონ ინტერნეტ კომერციაში და სპეციალური ტრენინგების და სუბსიდიების მეშვეობით, აუმაღლდეთ უნარ-ჩვევები ე.წ. e-commerce, e-business და e-governance-ის მიმართულებით, რადგან ეს სფერო დღითიდღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში.
მათი სურვილია, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას (ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინოვაციური ცენტრების სერვისებით და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამებით) და ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვთ ინტერნეტ ტექნოლოგიებთან ან აქვთ სურვილი, რომ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით.
შეხვედრა გაიმართება 17 საათზე მეწარმეებთან, ხოლო 18 საათზე ახალგაზრდებთან.
შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეკითხვები დაუსვან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს. ასევე, გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები „ინტერნეტი განვითარებისთვის“ პროგრამასთან დაკავშირებით და გაიგონ, თუ როგორ ეხმარება ინოვციების ცენტრები არსებულ და დამწყებ ბიზნესს განვითარებაში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი