საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის დადგინებით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად დიმიტრი კაპანაძე აკურთხეს. მეუფე დიმიტრი ზესტაფონში მრევლს 28 ოქტომბერს მეუფე თეოდორემ წარუდგინა.
მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) დაბადებული და გაზრდილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში. მეუფედ კურთხევამდე ის ჭულეს მონასტრის წინამძღვარი გახლდათ.
„ვიცი, რომ მარგვეთის ეპარქიაში ცხოვრობენ ძალიან გულღია, ალალი, მშრომელი ადამიანები, – მიმართა მრევლს მეუფე დიმიტრიმ, – ჩემს საეპისკოპოსო სიტყვაშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, – იმერლები, თუ ვინმეს კეთილგანწყობას შეამჩნევენ, მას სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ. მე შევეცდები ვიპოვო უმოკლესი გზა თითოეული თქვენგანის გულებისკენ, ვიყო თქვენს გვერდით განსაცდელისა თუ სიხარულის დროს.
მე კარგად მესმის, თუმცა ბოლომდე ვერ გამიაზრებია, მღვდელთმთავრის დიდი მოვალეობა. თქვენთან ერთად მეც გავიზრდები, შევეცდები ვემსახურო ჩემს ხალხს ისე, როგორც უფალი ინებებს. თქვენს გვერდით ვიქნები და ერთად შევძლებთ მართლმადიდებლური ცხოვრების წესის გაჯანსაღებას და წინ წამოწევას ამ ეპარქიაში.“
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი