

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტს ახორციელებს.
ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნანა ბერაძე შეხვდა და ესაუბრა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისა და #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს.
რას წარმოადგენს დიაბეტი, რა სიმპტომებით ხასიათდება, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორ ვმართოთ დაავადება, – ნანა ბერაძე ყურადღებას ამ საკითხებზე ამახვილებს.
„დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, – ამბობს ნანა ბერაძე, – საგანგაშოა ის, რომ დაავადება გაახალგაზრდავდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოქალაქეებმა დიაბეტის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.“
„თემის აქტუალობამ და ლექციის ჩატარების დონემ დიდი ინტერესი გამოწვია, – ამბობს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი, – ჩვენთვის ამ დაავადებაზე ინფორმაციის მიღება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვთა კვებასთან გვაქვს საქმე. არასწორი კვება კი დიაბეტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
ნანა რევაზიშვილი ამბობს, რომ აღსაზრდელებს უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდებიან, – ხომ არ აქვთ მათ გახშირებული წყურვილის გრძნობა, სისტემატურად ხომ არ უჩივიან დაღლილობას და სხვ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დიაბეტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის ყველა ორგანიზაციასა და რამდენიმე სოფელში გეგმავს.
დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს ინსულინის აღმომჩენი პროფესორის, ფრედერიკ ბანტინგის, დაბადების დღეს აღინიშნება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: შეხვედრა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი