

დღეს, 22 ნოემბერს, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ზიპლაინი გაიჭიმა. ნებისმიერ მსურველსა და ექსტრემალის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ზიპლაინით დაშვებულიყო.
ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ინიციატივითა და იმერეთის სკაუტური ორგანიზაციის დახმარებით მოეწყო.
ზიპლაინი მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ექსტემალური დასვენების სახეობაა. ზიპლაინი მდინარეებსა და ტბებზე იჭიმება.
ღონისძიების მონაწილე გიგი მაღლაფერიძე ამბობს, რომ ზიპლაინით დაშვება არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მისი აზრით ასეთი ღონისძიებები კიდევ უნდა განხორციელდეს ხარაგაულში, რადგან ეს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ხარაგაულელმა თაკო ჩხიკვაძემ და ანანო თავზარაშვილმა დიდი ხნის სურვილი აისრულეს და ზიპლაინით დაეშვნენ.
„ზიპლაინით დაშვებას მხოლოდ ზიპლაინის ფედერაცია ახორციელებს და ვერ შევძელით მონაწილეობა მიგვეღო, ახლა ძალიან ბედნიერები ვართ. თუ მსგავსი აქტივობები ხარაგაულში კიდევ გაგრძელდება, აუცილებლად ჩავერთვებით – ამბობენ თაკო და ანანო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსის ბერიკა თურმანიძის თქმით, ხარაგაულში ზიპლაინით დაშვება პირველად მოეწყო და თუ ხარაგაულელი ახალგაზრდები დაინტერესდებიან, შესაძლებელია მორიგი ზიპლაინი ჩხერილმელაზე გაიჭიმოს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი