

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს.
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სრულდება კანონის ეს მოთხოვნა, 2016 წლის 31 ოქტომბერს ჩვენ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში შევიძინეთ 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა და გავგზავნეთ გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელსაც უსაფრთხოების რამოდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება ვთხოვეთ, – ვკითხულობთ ა/ო „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ საიტზე მომხმარებელი.ge
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ვრცლად ამის შესახებ გაეცანით საიტზე მომხმარებელი.ge
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი