

რას და როგორ გეგმავს იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ მოსახლეობას სახელმწიფო სერვისები ეფექტურად და თანაბრად მიეწოდებოდეს, რა გაკეთდა და რა იგეგმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გვესაუბრა.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სოფლებში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეს მოქმედ 43 საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შეხვედრების ოთახში საჯარო ღონისძიებები მოაწყოს.
„სამწუხაროდ, მომავალ წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას შევძლებთ, – ამბობს თეა წულუკიანი, – ამის მიზეზი ისაა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სერვისების განვითარების სააგენტო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება.
მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით კი ამას ვერ შევძლებთ, რადგან ერთი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას 500-დან 650 ათას ლარამდე თანხა სჭირდება.“
თეა წულუკიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, 2017 წელს დაახლოებით ათი საზოგადოებრივი ცენტრის აშენებას გეგმავდნენ.
მისივე თქმით, საზოგადობრივი ცენტრები მომავალ წელს ბაკურიანში, ზეინდარსა (ვანის მუნიციპალიტეტი) და კოხნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ამოქმედდება.
„ბიუჯეტის 8%-იან დეფიციტში თვითმმართველობების წილი ძალიან დიდია, – ამბობს თეა წულუკიანი, – მათ აიყვანეს ზედმეტი ხალხი, ხელფასებისთვის გახარჯეს ნაშთი და რეალურად ფული აღარ გვაქვს. ამიტომ ძირითადი პასუხისმგებლობა, ბიუჯეტის დეფიციტის გამო, თვითმმართველობებს ეკისრება.“
დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დღეს არსებულ არც ერთ სერვისზე გადასახადი არ გაიზრდება.
2017 წელს ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად იგეგმება ID ბარათის განვითარება, მაგ. PIN/PUK კოდების მიმართულებით მიმდინარეობს ელექტრონული პირადობის მოწმობის უნივერსალური პროგრამის ტესტირება; ინტეგრაცია მოხდება my.gov.ge და sda.gov.ge პორტალებზე, ციფრული ხელმოწერა უფრო ადვილად გამოსაყენებელი გახდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრი სამ სოფელში – ხევში, ღორეშასა და კიცხში ფუნქციონირებს.
ნინო კაპანაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი