დღეს ქალაქ ზესტაფონში ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლების წარჩინებული მეათეკლასელები დაჯილდოვდნენ.

წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ლელა სურნავამ დააჯილდოვა.

მისი ინფორმაციით, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. წელს საქართველოს მასშტაბით 2 918 მეათეკლასელი დაჯილდოვდა. წარჩინებული მოსწავლების რაოდენობით 2016 წელს იმერეთის რეგიონი ლიდერობს. წელს იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში 513 მეათეკლასელი დაჯილდოვდა.

ხარაგაულიდან კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მეათეკლასელები:
ანა მაჭავარიანი – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
მარიამ კიკნაძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
ნინო ტალახაძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
მარიამ ჭიპაშვილი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;
ნონა მაჭავარიანი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;
ზურაბ ხაჩიძე – ხევის საჯარო სკოლა;
ნინო ხაჩიძე – ხევის საჯარო სკოლა;
ლაშა გრიგალაშვილი – ხევის საჯარო სკოლა;
იაკობ გრიგალაშვილი – ხევის საჯარო სკოლა;
ნია ბერაძე – ბორის საჯარო სკოლა;
დეა ბერაძე – ბორის საჯარო სკოლა;
თამარ ლომიძე – ხუნევის საჯარო სკოლა;
ნინო მაღრაძე – ვახანის საჯარო სკოლა;
თამარ ოკრიბელაშვილი – ვარძიის საჯარო სკოლა;
ანზორ მაისურაძე – კიცხის საჯარო სკოლა;
ლანა ჩალხაშვილი – კიცხის საჯარო სკოლა;
გიორგი ხიჯაკაძე – კიცხის საჯარო სკოლა;

ვულოცავთ დაჯილდოებულ მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს. ახალგაზრდებს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.