ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე სამჯერ შეავსო.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მანანა ბარბაქაძე თბილისში სამ საცხოვრებელ ბინას ფლობს, – 111,75 კვმ ფართის ბინას თამარაშვილის ქუჩაზე, 89 კვმ ფართის ბინას ვაჟა-ფშაველას გამზირზე და 40 კვმ ფართის ბინას მირცხულავას ქუჩაზე.

მანანა ბარბაქაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე 19 კვმ ფართის ავტოფარეხს ფლობს.

სოფელ ბორითში საკრებულოს თავმჯდომარეს 200 კვმ ფართი საცხოვრებელი სახლი და 1 500 კვმ მიწის ფართი აქვს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის საკუთრებაში არსებული სასადილო გარნიტურ „რენესანსისა“ და როიალ ofen baxen ika-ს ღირებულება 10 ათას – 10 ათას ლარს აღემატება.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მანანა ბარბაქაძეს ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 60 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულის სახით კი – 4 200 ლარი.

გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკებრის ჩათვლით მანანა ბარბაქაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში 21 600 ლარის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მანანა ბარბაქაძემ 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 10 ნოემბრამდე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 15 ათასი აშშ დოლარი ნაღდი ფული გასცა. თანხის მიმღები ორგანიზაცია ან კერძო პირი დეკლარაციაში მითითებული არ არის. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გაცემული თანხიდან მას შემოსავალი არ მიუღია.

givi-txelidze

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი თხელიძეს ქონებრივი დეკლარაციაში უწერია, რომ სოფელ ღვერკში 3 000 კვმ ფართის მქონე საცხოვრებელ სახლს ფლობს. მის საკუთრებაშია 1 100 კვმ მიწის ნაკვეთი ხარაგაულში. გივი თხელიძის მეუღლე ქეთევან ლომსაძე ხარაგაულში, წერეთლის ქუჩაზე, 80 კვ ფართის ბინას ფლობს.

დეკლარაციის შევსების მომენტში გივი თხელიძეს ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 320 ლარი ჰქონდა.

2015 წელს, ხარაგაულის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობისას, გივი თხელიძემ 13 785 ლარი შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღლემ ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობისას – 3 600 ლარი.

2016 წლის 5 თებერვალს გივი თხელიძემ ბანკი „რესპუბლიკადან“ 2 000 ლარი სამომხმარებლო სესხი აიღო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის პირველ იანვარს იწურება.

გივი თხელიძის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 31

დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 3 600 ლარი.

givi-tkhelidzeსოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გივი ხიჯაკაძეს, მას ამ დრომდე საკრებულოში თანამდებობა არ ეკავა. ამიტომ არც ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალებოდა.

საკრებულოს აპარატის უფროსი ლენა კალანდაძე განმარტავს, რომ მან გივი ჯიხაკაძის თანამდებობაზე არჩევის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს აცნობა, საიდანაც დეპუტატს თავად დაუკავშირდებიან ქონებრივი დეკლარაციის შევსების მოთხოვნით.

P.S. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი თხელიძის 2014, 2015 და 2016 წლებში შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წერია, რომ ის სოფელ ღვერკში 3 000 კვმ ფართის მქონე საცხოვრებელ სახლს ფლობს. ორსართულიანი სახლის შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი სახლის სიგანე 15 მეტრი, ხოლო სიგრძე 100 მეტრი უნდა იყოს; ან – 20 მეტრი სიგანე, 75 მეტრი – სიგრძე…

რეალურად რა უნდა ეწეროს, ამის გასარკვევად გივი თხელიძეს დავუკავშირდით. სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ დეკლარაციების შევსების დროს სამჯერ „შეეშალა და 3 ათასი კვმ ფართის მიწაა“.

givi_tkhelidzea