

19-20 ნოემბერს „ტურიზმის ცენტრის“ ინიციატივით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ ხერგილზე, ლაშქრობა მოეწყობა.
ლაშრობის მონაწილეები მოისმენენ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ლაშქრობის დაგეგმარება, ბანაკების მოწყობა-ორგანიზება, ლიდერობა, ველურ ბუნებაში თვითგადარჩენის წესები, ეკოლოგიური საკითხები.
ყველა მსურველს საჭირო ინვენტარით (კარავი, საძილე ტომარა, „პარალონი“) ტურიზმის ცენტრი უზრუნველყოფს.
მონაწილეებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ: საწვიმარი, ორი დღის საკვები, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
გასვლა – ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან. – 19 ნოემბერი, 11:30 საათზე;
დაბრუნება – ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე, – 20 ნოემბერი, 19:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით ტურიზმის ცენტრში ან დაგვიკავშირდით ტელეფონებით: 595 45 30 51, 595 45 29 94.
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს