

„ბაზალეთის საჯარო სკოლაში 14 ნოემბერს პეპის დაბადების დღე აღინიშნა.
მართალია, ეს დღე ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა და მის უამრავ საბავშვო ნაწარმოებში სხვა საყვარელი პერსონაჟებიცაა, თუმცა პეპი გრძელიწინდა არის ყველაზე ხალისიანი, ცელქი, ღონიერი, კეთილი და ჯადოქარი გოგო, რომელსაც უყვარს მეგობრები, მოგზაურობა და აქვს დიდი ფეხსაცმელები; მარტო ცხოვრობს და ამქვეყნად არაფრის ეშინია.
პეპი ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ამ დღეს ჩვენ ყველა პეპი ვიყავით, მონატრებულ ბავშვობაში დავბრუნდით, გარდავისახეთ, ვიხალისეთ, გავერთეთ ბავშვებთან ერთად და გავიხსენეთ დიდი მწერალი, რომელიც ამბობდა: „არ მსურს დიდებისთვის წერა, მე მხოლოდ ბავშვებისთვის ვწერ“.
და ჩვენ, დიდი ბავშვები, პირობას ვდებთ, რომ არასოდეს დავბერდებით; რომ პეპი სულ ჩვენში იქნება და 14 ნოემბერი ბაზალეთის საჯარო სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდება, როგორც სიურპრიზების, თავგადასავლების, ასტრიდის, სიცილის და სასწაულების დღედ,“ წერს სოციალურ ქსელში თეა ტალახაძე, – ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი.






ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი