gancxadeba2013 წლის 29 ნოემბერს, 14 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15) გაიმართება საქართველოს რკინიგზის „ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი“-ს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, #9 (ზვარეს) გვირაბის დასავლეთი პორტალის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია და ექსპლუატაცია.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში – დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15;

შპს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში – ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი #15;

შპს „გამა კონსალტინგის“ ოფისში – ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი #17ა. ტელ: 595 59 52 55; 595 28 75 60.

საზოგადოებისაგან საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის ვადაა საჯარო განხილვის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.

შპს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადმინისტრაცია