

ამ წუთებში ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში ახალი პროექტის „ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისთვის“ ტრენინგი მიმდინარეობს.
ტრენინგის კურსი მოიცავს ორ თემას, – ვებ გვერდის დიზაინი და პროგრამირება, ასევე ინოვაციების მენეჯმენტი და სოციალური მედია.
პროექტის ორგანიზატორია საეთაშორისო ორგანიზაცია „ელვა“, თანაპარტნიორები არიან ჯეოლაბი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ლიკა სვანიძე-დევდარიანი ამბობს, რომ ამ ტრენინგზე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ და ცხოვრებაში გამოიყენონ.
ტრენინგის მონაწილე ნინო გელაშვილისთვის ასეთი თემები საინტერესოა. ამიტომ ამ პროექტში აქტიურად ჩაერთვება. ნინო თვლის, რომ ცხოვრებაში რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიო, ზოგადი განათლება აუცილებელია. ასეთი პროექტები კი ზოგადი განათლების მიღებას უწყობს ხელს.
ჯეოლაბის ლექტორისა და ტრენერის, ალექსი ამნიაშვილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტარდება, რადგან დიდ ქალაქებში მსგავსი ტიპის პროექტები მრავლად ხორციელდება.
ტრენერი თაზო ჯობავა თვლის, რომ ეს პროექტი ახალგაზრდებს ახალი პროფესიების გაცნობაში დაეხმარება.
აღნიშნული პროექტი, ხარაგაულის გარდა, ზუგდიდში, გორში, მარნეულსა და დუშეთში განხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი