7საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია და ასევე სკოლამდელი განათლების სტრატეგია 2013-2015 წლებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს წევრებს გააცნო სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია ქეთევან ზუმბაძის მუშაობით, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სკოლამდელი დაწესებულებების მეტი დამოუკიდებლობისთვის დაიშალოს ასეთი გაერთიანებები. „თუმცა, იარსებებს მინიტორინგის სამსახური, რომელიც შეამოწმებს სკოლამდელი დაწესებულებების მუშაობას. თუ ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებას აქვს ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი, ეს თანხა გადაუნაწილდება თითოეულ ბაღს და ისინი თვითონ განსაზღვრავენ, რა იქნება მათთვის უმჯობესი,“ – აღნიშნა გამგებელმა.

დეპუტატი რუსუდან გურგენიძე ამ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია ბაღების დამოუკიდებლობაზე, უნდა არსებობდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს სტანდარტებს. „ვინაიდან, ჯერჯერობით, ეს სტანდარტები არ არის განსაზღვრული, ვფიქრობ, ჯერჯერობით, დარჩეს ისე, როგორც არის.“

ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ ის ამ ცვლილების წინააღმდეგი არ იქნება. მისივე თქმით, 2014 წლის იანვრიდან საჭირო ზრუნვა სოფლის ყველა საბავშო ბაღში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის საშტატო ერთეულების დაშვებაზე.