

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში „შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს. კვირეული ბორითის საბავშვო ბაღიდან დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. დღეს, 8 ნოემბერს,
ტრადიციულ „შემოდგომის ზეიმს“ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღმა უმასპინძლა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, საბავშვო ბაღის შემოდგომის ნობათით მორთულ ეზოში მხიარული ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარმოგვიდგინეს. გამოფენილი იყო აღსაზრდელების ხელნაკეთი ნივთები. პატარების ნახატებში მათ მიერ დანახული შემოდგომა ჩანდა.
ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტ თამარ ავალიშვილის თქმით, შემეცნებითი ღონისძიებები ხელს უწყობს პატარების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას, აღსაზრდელები შესასწავლ მასალას უკეთესად ითვისებენ.
„ღონისძიებაში საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფი მონაწილეობდა. მათ მშობლებთან ერთად შემოდგომის სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნეს და შემოდგომის ნობათი დააგემოვნეს,“ – ამბობს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრისი ირინე ჩხეიძე თვლის, რომ პატარების მიერ მორთმეული შემოდგომის ნობათი, მათ მიერ შესრულებული მხატვრული ნომრები განსაკუთრებული და ლამაზია.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი