ქუთაისში დღეს, 8 ნოემბერს, დაიწყო და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება უწყებათაშორისი კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.

კონფერენციაზე კოოპერატივების განვითარების სამწლიანი პერიოდი ჯამდება.

კონფერენციაზე პრეზენტაციებისა და დისკუსიების სახით განხილება ENPARD-ის პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია, სამი წლის შედეგად მიღებული გამოცდილება, რისკები და ძირითადი დასკვნები.

საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობენ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩეხეთის ცოცხალ ორგანიზმთა შემსწავლელი სამეცნიერო უნივერსიტეტი.

ENPARD-ის პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი მთავარი მიზანი საქართველოში სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრაა სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის გზით.

პროგრამის ფარგლებში ხდება საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, რომელებიც უშუალოდ თემებთან მუშაობენ აღნიშნული კუთხით.