

მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამოელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ხარაგაული. 08 ნოემბერს სს „საქართველოს რკინიგზას“ 10:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ ქვესადგურში „მოლითი წევა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, სადგური მარელისი.
წყალტუბო. 08 ნოემბერს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მ/ძ გადამცემ ხაზზე „თერნალი“ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 11:00-15:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური „წყალტუბო 110“ და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 10 000 აბონენტს ქ. წყალტუბოში და სოფლებში თერნალი, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, გუმბრინი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი.
ლენტეხი. გაჩეხვითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 09 ნოემბერს დაგეგმილია მ/ძ გადამცემი ხაზის „მურის“ გამორთვა, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 3000 აბონენტს დაბა ლენტეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ტყიბული. 09 ნოემბერს სს „საქართველოს რკინიგზას“ 10:00-14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ ქვესადგურში „ხრესილი წევა“, რის გამოც აღნიშნულ ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „ხრესილისა“ და ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.
ზესტაფონი. 10 ნოემბერს ქვესადგურში „ძირულა წევა“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება დაახლოებით 750 აბონენტს დაბა შორაპანში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საღვინე, მარტოთუბანი, წიფლავაკე, ზედა საქარა, ილემი, წევა.
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი