საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უკვე მიიღო გადაწყვეტილებები.

პარტიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები: 

– პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე;

– პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი;

– პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი;

– პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური;

– პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან – ილია ნაკაშიძე;
– საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე;

– ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე – დიმიტრი სამხარაძე;
– აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე – ირაკლი შიოლაშვილი;

– განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე – გენადი მარგველაშვილი, მოადგილე – გუგული მაღრაძე;

– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი, მოადგილე – ენძელა მაჭავარიანი;

– დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია, პირველი მოადგილე – გიორგი ბეგაძე, მოადგილე – რევაზ არველაძე;

– დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე – სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი;

– ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე – ბექა ნაცვლიშვილი;

– თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე – ირაკლი ბერაია, მოადგილე – კობა კობალაძე;

– იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე – დავით მათიკაშვილი;

– რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე – მერაბ ქვარაია, მოადგილე – კობა ლურსმანაშვილი;

– საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე – ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი;

– საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე – გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე – შალვა კიკნაველიძე;

– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე – პაატა კვიჟინაძე, მოადგილე – ირაკლი ბერაია;

– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე – დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე – ლევან კობერიძე;

ამასთან, როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

წყარო