6განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სახელფასო ანაზღაურება იზრდება. ხელფასების ზედა ზღვარი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა, თუმცა ის არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე – 150 ლარზე ნაკლები. „სკოლებს თანხები ჩამოერიცხათ სექტემბერში, თუმცა შტატების დაფინანსების თანხა ზოგი სკოლისთვის არასაკმარისია. ფინანსებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ცალკე წერილში ასახეთ და სკოლის ბიუჯეტთან ერთად წარვადგენთ განათლების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სამინისტრო, მიეცემათ თუ არა სკოლებს შტატიანი თანამშრომლებისთვის დაწესებული მაქსიმალური ხელფასის ანაზღაურების შესაძლებლობა, – განუმარტა სკოლების დირექტორებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კიკნაძემ.