

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში 4 ნოემბერს ვალერი გოგნაძის პოეზიის ერთტომეულის „ჩემი ლურჯი მარათონი“ პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა.
პრეზენტაციაზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მერი გიორგიძემ ვალერი გოგნაძის ერთტომეული მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობა წიგნში შესული პოეტური ნაწარმოებებით უნდა საზრდოობდეს.
ერთტომეულში პოეტის შვიდასამდე ლექსი, ორი ლირიკული პოემა და ორი ბალადაა თავმოყრილი.
ვალერი გოგნაძის ლექსები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს. შედგა მისსავე ლექსზე „ქრიზანთემები“ შექმნილი სიმღერის პრემიერა. მუსიკის ავტორი ხარაგაულის სამუსიკო სკოლის პედაგოგი დალი მერაბიშვილია.
პოეტსა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორი ავთანდილ ყურაშვილი, რომელიც ამავე დროს ახლადგამოცემული ერთტომეულის რედაქტორიცაა; პოეტი გიზო თავაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი კახა გოგნაძე.
ღონისძიებაზე ხარაგაულის #2 და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #2 საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.
წიგნის პრეზენტაციას ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს შეკრებილ საზოგადოებასა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პოეტმა ვალერი გოგნაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში პოეტის სახელის ტარება ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ვალერი გოგნაძემ საღამო ლექსით „ჩემი გადასაბიჯი“ დაასრულა.
თამთა გოგოლაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი