

პარასკევს, 4 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ჟურნალების „გზავნილი ხარაგაულიდან“ და „გზავნილი ჭიათურიდან“ პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალები სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა, საგნის – ბეჭდური მედია 2 ფარგლებში შექმნეს.
ჟურნალების რედაქტორები ისაუბრებენ შექმნის პროცესებზე, მიღებულ გამოცდილებაზე, სირთულეებსა და მათ მიერ გაწეული შრომის შედეგებზე.
მოეწყობა სტუდენტების მიერ ხარაგაულსა და ჭიათურაში გადაღებული ფოტოების გამოფენა, დოკუმენტური ფილმებისა და სიუჟეტების ჩვენება.
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს