
დღეს, 1 ნოემბერს, საჯარო სკოლებში მედიაპროექტ „ეტალონის“ სასკოლო ტური გაიმართა. მასში მე-8 – მე-11 კლასების ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ვინც „ეტალონში“ ჩართვის სურვილი თავად გამოთქვეს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლიდან „ეტალონის“ სასკოლო ტურში 14 მოსწავლე მონაწილეობს. მათ კონკურსის პირველი ტურის წესები „ეტალონის“ კოორდინატორმა #2 საჯარო სკოლაში, პედაგოგმა მარინა მაღრაძემ გააცნო.
მარინა მაღრაძე ამბობს, რომ მონაწილეებს 20 შეკითხვისგან შემდგარი, ერთნაირი სიძლიერის სხვადასხვა კითხვარები გადაეცათ. თითოეულ შეკითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. მოსწავლეებმა კითხვარებს 20 წუთის განმავლობაში უნდა უპასუხონ.
გასწორებული ნამუშევრები თბილისში გაიგზავნება. უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლეები „ეტალონის“ შემდეგ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შარშან გამართული „ეტალონის“ მე-2 ადგილის მფლობელი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნონა მაჭავარიანი ამ პროექტში წელსაც მონაწილეობს. ნონა ამბობს, რომ სატელევიზიო გადაცემა „ეტალონს“ ბავშვობიდან უყურებს და მასში მონაწილეობის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვნერვიულობ, იმედი მაქვს წელს „ეტალონის“ გამარჯვებული გავხდები,“ – ამბობს ნონა.
„ძალიან საინტერესო პროექტია და ვთვლი, რომ „საქართველოს ეტალონი“ მოსწავლე ძალიან გამორჩეული და მაღალი განათლების მქონეა. მინდა გავიმარჯვო და მეც გავხდე „საქართველოს ეტალონი“ მოსწავლე,“ – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჭიპაშვილი.
18 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების