

მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ზესტაფონი/ხარაგაული. 03 ნოემბერს პროფილაქტიკური და გადაცემცემი ხაზის გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „შროშას“ და „საქასრიასა“ მომხმარებლებს.
ენერგომომარაგება დროებით შეიზღუდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შროშა, საწაბლე, დიდი და პატარა განთიადი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.
ონი. 02 ნოემბერს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დაგეგმილია ქ/ს „ონი 110/35/10“-დან ფიდერი „ონის“ გამორთვა ზ/ამომრთველის პროფილაქტიკის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დახლოებით 1700 აბონენტს ქალაქ ონიში და სოფლებში ღარი და კომანდელი.
ამბროლაური. ქ/ს „ამბროლაურში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 04 ნოემბერს 12:00-17:00 სთ-მდე ძაბვა შეუწყდება ქ/ს „ამბროლაურის“ დაახლოებით 3300 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული.
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სისტემატურად ტარდება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში.
უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება.
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს