

დავით უსუფაშვილისგან რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიას თინა ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა, ნოდარ ებანოიძე, ვახტანგ ხმალაძე და პაატა ზაქარეიშვილი ტოვებენ.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ ებანოიძეს დავუკავშირდით.
მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თანაპარტიელების ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თავად კი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ის ამ საკითხზე უკვე ესაუბრა დავით უსუფაშვილს, ფრიდონ საყვარელიძესა და ვახტანგ ხმალაძეს. ამ საღამოს კი პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესთან შეხვედრას აპირებს.
ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ მისთვის რესპუბლიკური პარტიის დატოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან მძიმეა, რადგან ამ პარტიასთან 27 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. თუმცა, მიაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები არსებობს.
„ამ ეტაპზე, მიუხედავად შემოთავაზებებისა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში წასვლას არ ვაპირებ, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ამ არჩევნების შემდეგ აშკარა ნიშნებია, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვდება. რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, – როგორ გავაგრძელოთ შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება. მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები. სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობაში მჭირდება ჩამოყალიბება, – ერთი მიმართულებით წავალ თუ მეორე მიმართულებით.
ორი წლის ან თუნდაც ორი თვის წინ პოლიტიკური ცხოვრება, დღევანდელთან შედარებით, უფრო ცოცხალი იყო. ჩემი აზრით, ამის გააქტიურებას სხვა ტაქტიკა სჭირდება. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიურ ჩარჩოებში ჩაკეტვა ვერ გააცოცხლებს. აშკარაა, რომ უფრო მეტი ქმედებები, ფართო ფრონტია საჭირო“.
ჩვენს შეკითხვაზე, ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება, ნოდარ ებანოიძემ გვიპასუხა, რომ ასეთი კონკრეტული საუბარი არ შემდგარა.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტო
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის