ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2013 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ტენდერების მეშვეობით 703 384 ლარით დაიზოგა.
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურობით აღნიშნული თანხა კვლავ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაიხარჯება.
კერძოდ, დაბა ხარაგაულში მოასფალტდება ჭავჭავაძის მეორე ჩიხი, 9 აპრილის მეორე შესახვევი, სოლომონ მეფის ქუჩა #90-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი და ეზო. ამისათვის გაიხარჯება 160 662 ლარი.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდება 150 900 ლარი;
კიცხის, ვახანის, ვარძიისა და ლეღვნის საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარის შესაძენად განსაზღვრულია – 107 400 ლარი;
სპორტკომპლექსის ინვენტარის შესაძენად – 105 ათასი ლარი;
ნაგავმზიდის შეძენას (ჰიდრავლიკური წნეხით, 15 მ3 ტევადობის) 80 ათასი ლარი დასჭირდება;
სახანძრო ავტომანქანის (მერსედესის მარკის, 2,5 ტონა ტევადობის) შეძენა – 75 ათასი ლარი;
სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 24 422 ლარი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი