

უბისას წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სარემონტო სამუშაოებისათვის ახალი პროექტი შეიქმნება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „ტაძარი +“-ის დირექტორის, მურად ჭეიშვილის ინფორმაციით, განახლებულ პროექტზე მუშაობა დაწყებულია და ერთ თვეში დასრულდება.
„სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტში გათვალისწინებული სამუშაოების გარდა კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, – ამბობს ბატონი მურადი, – მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უბისას ტაძრის სარემონტო სამუშაოებისათვის პროექტი შეიცვალა.“
სარემონტო სამუშაოების ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 1 422 609 ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა უბისას წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 25 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – შპს „ტაძარი +“ -ს, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ცხრა თვეში, 2016 წლის ბოლოსთვის, უნდა დაესრულებინა.
უბისას ტაძრის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი