

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატისა და ხარაგაულის გამგებლის ვინაობა ცნობილია.
წინასწარი მონაცემებით, ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ 2 675 ხმა (23,85%) მიიღო, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა – 8 541 ხმა (76,15%).
ბაღდათის საარჩევნო ოლქის კომისიის მდივნის, ელეონორა ლომსიანიძის, ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბაღდათის ოლქში 73%-ით კობა ლურსმანაშვილი ლიდერობს.
ხარაგაულის გამგებელი 8 575 ხმით (76,17%) „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ნიკო თოფურიძე გახდა.
ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა თამაზ ლომიძემ 2 682 ხმა (23, 83%) მიიღო.
არჩევნების მეორე ტურში #51 ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 23 949 (49,71%) ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
სულ #51 საარჩევნო ოლქში 48 180 ამომრჩეველია.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატები 346 ბიულეტენი, ხოლო გამგებლობის კანდიდატების 323 ბიულეტენი გაბათილდა.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის