
ხარაგაულში 30 ოქტომბერს საპარლამენტო და გამგებლის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი რობაქიძემ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 27,19 % (6 375 ხმა) მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა – ამომრჩეველთა ხმების 72,81 % (17 068 ხმა).
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში გიორგი რობაქიძემ 2 675 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო, კობა ლურსმანაშვილმა – 8 541 ამომრჩევლის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თამაზ ლომიძეს 2 678 ამომრჩეველმა (23,8 %) დაუჭირა მხარი, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ ნიკო თოფურიძეს – 8 575 ამომრჩეველმა (76,2 %).
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატების 346 ბიულეტენი, ხოლო გამგებლობის კანდიდატების 323 ბიულეტენი გაბათილდა.
#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატების 248 ბიულეტენი ბათილია.
30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში #51 ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქის 23 949 (49,71%) ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ #51 საარჩევნო ოლქში 48 180 ამომრჩეველია.
ბაღდათი-ხარაგაულის ოლქი, ამომრჩეველთა აქტივობით, ქვეყნის მასშტაბით რიგით მეექვსეა მცხეთის (62,53%), ახალციხე-ადიგენის (56,27%), ლანჩხუთი-ჩოხატაურის (52,27%), გურჯაანისა (50,42 %) და თელავი-ყვარელის (50,28 %) საარჩევნო ოლქების შემდეგ.
არჩევნების მეორე ტურზე, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,5 % შეადგინა.
გთავაზობთ ხარაგაულში გამართული არჩევნების ფოტორეპორტაჟს.
შოთა ლომიძის ფოტოები
თამთა გოგოლაძის ფოტო
ნინო კაპანაძის ფოტო
ნინო კაპანაძის ფოტო
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის