ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაცია და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია არევაძე დაინტერესდა, რა ოდენობის თანხაა დარჩენილი მედიკამენტებისა და საოპერაციოდ ერთჯერადად გასაცემი თანხიდან. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის ჩათვლით ეს თანხა ათვისებულია. -თუ საკმარისი არ აღმოჩნდება 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა, – განმარტა ვლადიმერ გელაშვილმა, – მაშინ ჩვენ დანაკლისს შევავსებთ სარეზერვო ფონდიდან.
რუსუდან გურგენიძე დაინტერესდა, რამდენად კანონიერია სარეზერვო ფონდის ამ სახით გამოყენება. „თუ თანხა ხალხს მოხმარდება გადაუდებელი დახმარებისათვის, მაშინ აქ უკანონობა არაფერია,“ – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „გამგეობის სოციალური დახმარების გამცემმა კომისიამ სარეკომენდაციო წერილები უნდა გასცეს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მუშაობას აზრი ეკარგება.“
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია არევაძის თქმით, „კარგა ხანია, თვითონ ამ კომისიის რეგლამენტია დარღვეული. დიდი რაოდენობით საგარანტიოების გაცემა არღვევს კომისიის მუშაობის რეგლამენტს. ამის გამო ამ კომისიის ფუნქციონირება უაზრო ხდება. კომისიის თავმჯდომარის მიერ მკაცრად არ არის განსაზღვრული, თვის რომელ რიცხვში უნდა შეიკრიბოს კომისია. თუმცა გარკვეულ ოქმებს ჩვენ მაინც ვამტკიცებთ.“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ ამ კომისიის დებულება საკრებულოსგანაა დამტკიცებული და თუ რაიმე ხარვეზია, უნდა გასწორდეს, მაგრამ როდესაც მოქალაქეს გადაუდებელი დახმარება სჭირდება, ვერ დაელოდება კომისიის შეკრებას. „ამიტომ საჭიროა მკაცრად განისაზღვროს, რამდენი საგარანტიო წერილი უნდა გაიცეს თვეში.“
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ გია არევაძე არ ესწრება სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომებს, რაზეც დეპუტატმა გია არევაძემ უპასუხა, რომ მისთვის მოუხერხებელია კომისიის სხდომაზე მისვლა მაშინ, როცა ამის შესახებ თხუთმეტი წუთით ადრე იგებს.
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გია არევაძეს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი და აღნიშნა: „მომავალში სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ წინა დღით გამოქვეყნდება გამგეობის პირველ სართულზე საინფორმაციო დაფაზე და ვინც სამსახურში დადის, წაიკითხავს და დაესწრება.“ გამგებელმა ასევე აღნიშნა, რომ „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ერთჯერად დახმარებებს ვცემდეთ რაიმე პოლიტიკური შეხედულებებით. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვინც საჭიროებს დახმარებას.“
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი