

ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
საკვირაო სკოლა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. საკვირაო სკოლას ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარი მამა ანტონი (სულთანიშვილი) ხელმძღვანელობს. დაინტერესებული მრევლისთვის შეხვედრები ყოველ კვირას, წირვის შემდეგ იმართება.
საკვირაო სკოლაში უკვე ისაუბრეს ეკლესიაში ქცევის წესებზე; მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ; ღვაწლმოსილი მოძღვარის, დეკანოზ რომანოზ დეკანოსიძის შესახებ.
30 ოქტომბერს ლექცია წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრებას და მოღვაწეობის შესახებ ისტორიკოსმა, დამსახურებულმა პედაგოგმა, ქალბატონმა ზეინაბ ბუაჩიძემ წაიკითხა.

განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს