

12 საათის მდგომარეობით, #51 ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 8 135-მა ამომრჩეველთა (16,88%) საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. #51 საარჩევნო ოლქში სულ 48 180 ამომრჩეველია.
არჩევნების პირველ ტურზე, 8 ოქტომბერს, 12 საათისთვის ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 21,97% იყო მისული.
ამომრჩევლების აქტიურობა აღინიშნა ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შემდეგ უბნებში – ბაზალეთი (34, 11%), უბისა (33, 33%), ისლარი (29,09 %), დიდვაკე (29,10%), თეთრაწყარო (29,66%), ხუნევი (29, 76%).
12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შემდეგ უბნებზე – წყალაფორეთი (16,3%), ვანი (16,41%) დეისი (14,53%), მარელისი (14,95%), კიცხი (15,56%), ვახანი (15,21%), ვარძია (15,65%), საქასრია (16,51%).
ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, ელეონორა ლომსიანიძის, თქმით, #51 ბაღდათის ოლქის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის ერთნაირია.
შოთა ლომიძის ფოტო
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს