

ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
#51 ბაღდათის საარჩევნო ოლქში პარლამენტარობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები გიორგი რობაქიძე და კობა ლურსმანაშვილი იბრძვიან.
პირველ ტურში გიორგი რობაქიძემ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 26,48% (7 409 ხმა) მიიღო, ხოლო კობა ლურსმანაშვილმა – ამომრჩეველთა ხმების 47,08% (13 172 ხმა).
დღეს, 30 ოქტომბერს, ხარაგაულში, საპარლამანტო არჩევნების გარდა, გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
ხარაგაულის გამგებლობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები თამაზ ლომიძე და ნიკო თოფურიძე იბრძვიან.
პირველ ტურში თამაზ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 23,18% (2 994 ხმა), ხოლო ნიკო თოფურიძემ – ამომრჩეველთა ხმების 49,87% (6 443 ხმა) მიიღო.
ლაურა გოგოლაძე
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს