ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულში გამოყოფილი ტყეკაფები სრულადაა გახსნილი. წიფის, რიკოთხევისა და საქასრიის სატყეო უბნებზე დამატებითი ტყეკაფები გაიხსნა.

მოქალაქეებს, რომელთაც საშეშე მერქანის შეძენა სურთ, ტყის მცველებს უნდა დაუკავშირდნენ. ერთი კბმ შეშა სამი ლარი ღირს. ამას ემატება მოსაკრებელი სამი ლარის ოდენობით.

სოსო ფოფხაძის თქმით, 6 000 კბმ საშეშე მერქნის ბარათი უკვე გაცემულია. ბიუჯეტში დაახლოებით 36 ათასი ლარი შევიდა.

რაც შეეხება საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა გამზადებულ სამასალე და საშეშე მერქანს შეიძენს, გარემოს დაცვის სამინისტრო ტენდერს უახლოეს კვირაში გამოაცხადებს.

სამასალე და საშეშე მერქანი სარეალიზაციოდ, სავარაუდოდ, უბისაში დასაწყობდება.

გთავაზობთ ხარაგაულის სატყეო უბნების ტყის მცველების საკონტაქტო ინფორმაციას:
რიკოთხევის სატყეო უბანიზაზა კაკოიშვილი – 595 09 55 56; ერასტი ღამბაშიძე – 595 000 362; დათო ტაბატაძე – 595 52 51 47; დათო სამხარაძე 595 00 30 75;
საქასრიის სატყეო უბანივაჟა ბარბაქაძე – 595 52 51 38; ბესო სახვაძე – 591 100 569;
ბორითის სატყეო უბანიამირან გოგოლაძე – 595 525 172; გიორგი რიკაძე – 591 00 75 68;
მოლითის სატყეო უბანიმამუკა ფერაძე – 595 09 55 28; ალი მურადოვი – 595 00 55 52;
წიფის სატყეო უბანიგელა გუდაძე – 591 100 554;
ზვარეს სატყეო უბანიპაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64; ლაშა ლაცაბიძე – 595 00 60 56;
ვარძიის სატყეო უბანიკახა ხიჯაკაძე – 599 89 88 47; გიორგი სახამბერიძე – 595 07 99 98