

ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით დღეს, 28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიები დგინდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთით ხმის მიმცემთა რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
იმის გამო, რომ ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ზე მეტია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გადასატანი ყუთებით მოსარგებლეთა სიების დამტკიცების საკითხს დღეს, 28 ოქტომბერს, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: 8 ოქტომბრის არჩევნებზე, პატარა ხარაგაულის #2 საარჩევნო უბანზე
შოთა ლომიძის ფოტო
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს