#1„ანსამბლი „საუნჯე“ და ქართული ფოლკლორი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამ ანსამბლში გავიზარდე, – ამბობს ოთარ ფურცელაძე, – „საუნჯეს“ პირველი თაობის წევრი. ბიჭებმა ჩვენი ინიცატივით, შესანიშნავი ლოტბარის, მაია მაღრაძის და საუნჯეს დამაარსებლის, ქალბატონი დალი მაღრაძის, მხარდაჭერით ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი „კახორი.“

#2ოთარი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამსახურის შემდეგ დრო ქართულ სიმღერას დაუთმოს. ანსამბლის წევრი სტუდენტები მასთან ერთად შაბათ-კვირას ჩამოდიან ხარაგაულში და სწავლობენ ხალხურ სიმღერებს. „ამ კეთილ საქმეს ვერ შევეშვებით. ხარაგაულის ფოლკლორული ტრადიციები სახელოვნად უნდა გაგრძელდეს,“- დასძენს ოთარ ფურცელაძე.

1997 წელს დალი მაღრაძის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ანსამბლი„საუნჯე.“ ამ ხნის #3მანძილზე ამ ანსამბლში ოთხასზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხალხური სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნება. „საუნჯე“ საქართველოში ჩატარებული ფოლკლორული ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, გრან-პრის, უამრავი მედლისა და სიგელის მფლობელია.

ქართული ფოლკლორის სიყვარულით შექმნეს ანსამბლი „კახორი“ „საუნჯეს“ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა. ბოლო წლებია, ანსამბლს ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე ქართული ცეკვის ხელოვნებას აზიარებს, #4ზეპირსიტყვიერებას აყვარებს თამარ ავალიშვილი.

21 ოქტომბერს „საუნჯესა“ და „კახორის“ ერთობლივი შემოქმედებითი საღამო ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გაიმართა. შეუძლებელია, სიტყვებით ასახო ის ემოცია, რაც გეუფლება მრავალხმიანი ხალხური სიმღერის მოსმენისას. „კახორის“ ომახიან ხმებს, „საუნჯელების“ წკრიალა ხმები ენაცვლებოდა. მშვენიერი კომპოზიცია „შემოდგომა“ წარმოადგინეს ზეპირსიტყვიერების წრის წევრებმა. ქართული ცეკვის არაჩვეულებრივ #5შესრულებას დარბაზი ოვაციით ხვდებოდა. შეუძლებელია, ტანში არ დაგაჟრიალოს „აფხაზური შარათინის“ მოსმენამ, ღიმილი არ მოგგვაროს „იმერულმა სახუმარომ.“ ამიტომ იყო ძალიან გულწრფელი ის შეფასებები, რაც დარბაზში მყოფთაგან „ხალხური შემოქმედების სახლის“ მესვეურთა მიმართ ითქვა.

გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გაიხსენა ქართული ფოლკლორის მოამაგე ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე, რომელმაც ოცდაათამდე იმერული სიმღერა მოიძია, შემოუნახა თაობებს და დღეს ის სიმღერები ბევრი ფოლკლორული ანსამბლის რეპერტუარშია. „ივანე აბაშიძის ფესვებზეა ამონაყარი ეს ანსამბლი და როგორც თამაზ კიკნაძე ამბობდა, ჩვენ თუ დღეს კიდევ ვმღერით, ეს მისი მძლავრი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობაა. ეს არის სწორედ ნამდვილი ქართული საქმე,“ – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ და დასძინა, რომ „საუნჯეს“ წარმატებებში დიდი ღვაწლი ანსამბლის დამაარსებელ დალი მაღრაძეს, არაჩვეულებრივ ლოტბარს, მაღალი დონის პროფესიონალს მაია მაღრაძეს მიუძღვის. მან გზა დაულოცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა „კახორსა“ და „საუნჯეს.“

გახარებული, აღფრთოვანებული და მოხიბლული დარჩა კოცნერტით აკადემიკოსი, პარლამენტარი გუგული მაღრაძე: „ბედნიერებაა, რომ ხარაგაულში არის ასეთი მაღალი დონის ანსამბლი, სადაც ამდენი ახალგაზრდაა ჩართული. ფოლკლორი არის ჩვენი მომავალი. კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში ადგილის დამკვიდრება ჩვენი კულტურით, ფოლკლორით შეგვიძლია. ეს ისეთი უნიკალური რამაა, რომ ყველა ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ და გადავცეთ მომავალ თაობებს. ქართული ხალხური სიმღერა არის ჩვენი იდენტობის, ანუ ქართველობის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ეს არ არის უბრალოდ სიმღერა და ცეკვა. ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ფოლკლორს, ჩვენგან უდიდესი მადლიერების ღირსნი არიან,“ – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტარმა, პროფესიით მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორების, „საუნჯეს“ ხელმძღვანელებისა და წევრების მიმართ ემოცია იმ ლექსით გამოხატა, რომელიც აკაკი წერეთელს 80 წლის იუბილეზე ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა: „მადლობელი ვარ გულითა, შოთაის სულის ლხენამა, სამშობლოს სიყვარულისთვის ჩანგი გიკურთხოთ ზენამა.“

შემოქმედებით საღამოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფოლკლორის ეროვნული სკოლის წარმომადგენლები ელზა გაუარაშვილი, თინა ჩალათაშვილი და ნინო შველიძე ესწრებოდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი შესანიშნავი ანსამბლია ხარაგაულში. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ასეთ დიდ ეროვნულ საქმეს,“- აღნიშნა ნინო შველიძემ და „ხალხური შემოქმედების სახლი“ საქართველოში არსებული საუკეთესო ანსამბლების კომპაქდისკებით დაასაჩუქრა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ხარაგაულის მწირი ბიუჯეტიდან დაიხარჯება უფრო მეტი ხარაგაულის კულტურისთვის და ასეთ სახელგანთქმულ ანსამბლებს ექნებათ სრული ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან. გამგებლის ინფორმაციით, კინოთეატრის შენობის რემონტი წლის ბოლოსთვის დასრულდება და, სავარაუდოდ, საახალწლოდ უმასპინძლებს სტუმრებს. „იმედს და სურვილს გამოვთქვამ, რომ „კახორის“ მიერ შესრულებული აფხაზური სიმღერა აფხაზ ძმებს აფხაზეთში მივუძღვნათ,“ – დასძინა გამგებელმა.

ხალხური შემოქმედების სახლის ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ მადლიერება გამოხატა

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი უშიკიშვილის, ადგილობრივი ხელისუფლებისა დამოწვეული სტუმრების მიმართ და აღნიშნა, რომ ყველა ქართველისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა და ზოგადად, ფოლკლორი.

ნინო კაპანაძე