

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულმა ინოვაციების ცენტრმა 26 ოქტომბერს კიდევ ერთ საინტერესო ტრენინგს უმასპინძლა.
საერთაშორისო ცენტრის, „ელვასა“ და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბის,“ წარმომადგებლებმა დაინტერესებულ პირებს დიზაინისა და პროგრამირების საკითხები გააცვნეს.
„ჯეოლაბის“ ლექტორმა ლევან ასათიანმა გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ერთი ილუსტრაცია ათას სიტყვას ჯობს.
ლევან ასათიანმა განმარტა პოლიგრაფიული (ბეჭდვური) და ინტერფეისის (ეკრანის) დიზაინის შექმნის ტექნოლოგიები.
ტრენინგის მონაწილე გიგა ხიჯაკაძესა და ანა მაღრაძესთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა. გიგას ყველაზე მეტად კომპიუტერული ენები და გრაფიკული სიახლეები აინტერესებს, ანასთვის კი პროგრამირების ელემენტების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.
დიზაინისა და პროგრამირების ტრენინგები ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაინტერესებული პირებისთვის 11, 12 და 13 ნოემბერს ჩატარდება.
„ჯეოლაბის“ ლექტორის, სანდრო ასათიანის ინფორმაციით, ტრენინგზე მსმენელებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელონ ვებ-გვერდის საშუალებით ცვლილებები მენეჯმენტში.
„ჯეოლაბი“ 2017 წლის დასაწყისში ტრენინგის მონაწილეებისთვის კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული იდეები უნდა წარადგინონ.
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს