

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, რახიელას ღელეზე გამავალი საავტომობილო ხიდი 18 ოქტომბრის შემდეგ გადაკეტილია. გზის სავალი ნაწილი ჩანგრევის პირასაა.
ხიდი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოთხოვნით გადაიკეტა.
გზა მწყობრიდან მაღალგამავლიანი, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო გამოვიდა. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო ნორმაზე მეტად დატვირთული მანქანები ხშირად დადიან ზვარედან ძირულას მიმართულებით.
ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიის, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს,“ წარმომადგენლებს ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში უნდა წარედგინათ.
„ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ჩვენთან, ჯერჯერობით, არ წარმოუდგენიათ, – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით კაჭახიძე, – რადგან რკინიგზის მშენებელ კომპანიას ხიდის მწყობრიდან გამოსვლაში ბრალი მიუძღვის, მათვე უნდა იზრუნონ, რომ ხიდი მწყობრში, რაც შეიძლება მალე, ჩადგეს.“ დავით კაჭახიძის თქმით, პროექტის შედგენის გარდა, მათ ხიდის რეაბილიტაციაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსგან“ მიღებული ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციის ელექტრონული ნახაზები უკვე მომზადებულია. ამჟამად სპეციალისტები ხიდის ტვირთამწეობის გაანგარიშებაზე მუშაობენ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პროექტისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ამ კვირის ბოლოსთვის გასრულყოფილდება და საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარედგინება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი