დილის 6 საათზე, ხარაგაულის საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან, ნინო ფხალაძის ოჯახში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ოფისში თავად ნინო ფხალაძემ გაავრცელა.
ნინო ფხალაძე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ფარცხნალში, ამ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად და დაშინების მცდელობად აფასებს. ის აღნიშნავს, რომ მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დაცული იყოს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხობა.
„ოჯახში ყოველგვარი გაფრთხილებისა და ჩხრეკის ორდერის წარდგენის გარეშე შემოიჭრა რვა-ათი პიროვნება ხარაგაულის პოლიციის უფროსის, კაპანაძის ხელმძღვანელობით. სამართალდამცავები სახლსა და დამხმარე ნაგებობებში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებასა და ცეცხლსასროლ იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროს ოჯახში ჩემი მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა,“ – ამბობს ნინო ფხალაძე.
სამარათალდამცავებმა საკრებულოს წევრის ოჯახში, ნინო ფხალაძის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ