იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის წინა ხაზის ოპერატორები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.
21 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, იუსტიციის სახლსა და „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტორუამ და „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
იუსტიციის სახლი იწყებს პროექტის – „პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მომხმარებლებისთვის“ – განხორციელებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.
ცხრამეტი ფილიალის 50-მდე თანამშრომელი შესაბამისი უნარების შესწავლის შემდეგ შეძლებს იუსტიციის სახლში მოსული მომხმარებლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების გაწევას.
პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის იუსტიციის სახლში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
შესაბამისად, გადაწყდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის 50-მდე თანამშრომლის გადამზადება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება. სასწავლო კურსის ჩატარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. ტრენინგს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით იუსტიციის სახლი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოქალაქეების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობასაც აიღებს, რადგან იუსტიციის სახლის თანამშრომლები შეისწავლიან, როგორ აღმოუჩინონ პირველი სამედიცინო დახმარება ადამიანებს, თანაც არა მხოლოდ სამუშაო საათებში.
იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების ტრენინგები 22 ოქტომბერს დაიწყება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები