

ხარაგაულის ააიპ „სათნოების სახლისთვის“ ფართი 9 აპრილის ქუჩაზე, ავტოსადგურის ყოფილ შენობაში, რემონტდება.
სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე „ინგა ფანჩულიძე“ 14 900 ლარად ასრულებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების გამგე ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი 15 659 ლარზე გამოცხადდა.
სამუშაოთა მწარმოებლის, ელიზბარ წერეთელის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
„შიგა კედლების დემონტაჟი დასრულებულია, ფართი გაილესა, იატაკი მოპირკეთდა, კარ-ფანჯარა შეიცვალა, მოეწყო სველი წერტილი და კანალიზაცია,“ – ამბობს ელიზბარ წერეთელი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ჭერის მოპირკეთება და შიდა სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოები 10 ნოემბრისთვის დასრულდება.
ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის, ინფორმაციით, იგეგმება ტელევიზორისა და და რბილი ავეჯის შეძენა, რაც ბენეფიციარებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და დასვენების საშუალებას მისცემს.
„სათნოების სახლი“ ახალ შენობაში ნოემბრის ბოლოს გადავა.
სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„სათნოების სახლს“ ავტოსადგურის ყოფილი შენობა უსასყიდლო უზურფრუქტის წესით 2015 წლის მარტში გადაეცა. „სათნოების სახლი“ დღემდე ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი