

#51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში 8 ოქტომბერს, არჩევნების დღის დარღვევებთან დაკავშირებით, ბაღდათისა და ხარაგაულის საოლქო კომისიებში 19 საჩივარი შევიდა.
ეს ინფორმაცია ვაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ელეონორა ლომსიანიძემ მოგვაწოდა.
მისივე ინფორმაციით, სამი საჩივარი #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის, ხოლო დანარჩენი ბაღდათის საარჩევნო ოლქის უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხებოდა.
„საჩივრები დამკვირვებლების მიერ საკონტროლო ფურცლისა და შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსების გამო დაიწერა, – განმარტავს ელეონორა ლომსიანიძე, – საკონტროლო ფურცლებსა და შემაჯამებელ ოქმებზე ზოგან ხელმოწერა აკლდა, ზოგან კი შევსების დრო არ იყო მითითებული.“
ელეონორა ლომსიანიძე ამბობს, რომ ეს „სერიოზული დარღვევა არაა და ამის გამო უბნის გაბათილება არავის მოუთხოვია.“
მისივე ინფორმაციით, ცხრამეტივე საარჩევნო უბნის კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნები მისცეს.
19 საჩივარი #51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის 11 უბანზე დაიწერა, – ხარაგაულის საარჩევნო ოლქში – ბაზალეთის, ვარძიისა და ვერტყვიჭალის საარჩევნო უბნებზე; ხოლო ბაღდათის საარჩევნო ოლქში – ბაღდათის #1, როხის, ზედა დიმის, ეწერის, ვარციხეს, დიმის, ნერგეეთისა და წითელხევის საარჩევნო უბნებზე.
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,