

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.
პროექტი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR-ის მხარდაჭერითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მეორე წელია მიმდინარეობს.
პოლონეთში დღეს, გამოცდილების მისაღებად, ხარაგაულის, ხულოს, ქედას, შუახევის, ბაღდათის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელები ჩავიდნენ.
მათთან ერთად პოლონეთში მყოფ პროექტის კოორდინატორ ალექსანდრე კალანდაძეს დავუკავშირდით.
მისი ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრები ვარშავის რამდენიმე საბავშვო ბაღის საქმიანობას გაეცვნენ და ვარშავის განათლების განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დაგეგმილია ვიზიტები თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან.
ალექსანდრე კალანდაძის თქმით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ქართველი დირექტორები პოლონეთის სოფლებში, დაბებსა და ქალაქებში საბავშვო ბაღების საქმიანობას ერთი კვირის მანძილზე გაეცნობიან.
ფოტოზე: ირმა სებისკვერაძე (მარცხნიდან პირველი) ვარშავაში ქართველ კოლეგებთან ერთად
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,