

ხარაგაულში 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგად ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვერ გამოვლინდნენ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცესკო განკარგულებით ნიშნავს.
არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე „ჩემ ხარაგაულთან“ საუბარში განმარტავს, რომ მეორე ტური კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა უნდა გაიმართოს და მისი ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის