
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია უდიდესი წარსულისა და ტრადიციების მქონეა. 1875 წელს დაარსებულ ამ სკოლაში სხვადასხვა პერიოდში სწავლობდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ევგენი ხარაძე, რეზო თაბუკაშვილი, დევი აბაშიძე და მრავალი სხვა.
2000 წელს სკოლა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა და სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა. იგი ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟით ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია კერძო სასწავლებელია, მასში მოსწავლეები უფასოდ იღებენ განათლებას.
სასულიერო გიმნაზია დღესაც ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელია არა მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამაზე კურსდამთავრებულთა წარმატებები მეტყველებს. მაგალითისთვის მოვიყვანთ წლევანდელ მონაცემებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება და ოთხივე სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ხარაგაულელ მედალოსანთა 75% გიმნაზიის კურსდამთავრებულია.
სამწუხაროდ, ასეთი ტრადიციისა და წარმატებების მიუხედავად, სკოლის ინფრასტრუქტურა ძალზედ სავალალო მდგომარეობაშია და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მოსწავლეთა და პედაგოგთა სიცოცხლისათვის.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად შეეწიეთ და თანადგომა გაუწიეთ ჩვენს სკოლას, რათა ეს ისტორიული საგანმანათლებლო ცენტრი ფიზიკურად გადარჩეს და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდა გაგრძელდეს.
იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას თანადგომისათვის.
მსურველებმა დახმარება შეგიძლიათ შეიტანოთ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიის შემდეგ ანგარიშებზე:
LB ლიბერთი ბანკი
LB LIBERTY BANK
GE78LB0127127191426000 GEL
GE78LB0127127191426001 USD
GE78LB0127127191426002 EUR
საქართველოს საპატრიარქოს მარგვეთისა და უბისის ეპარქია
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.