9 ოქტომბერს, საღამოს ხარაგაულის #48 საარჩევნო ოლქის, უბისის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მახათაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საღამოს სახლში სტუმრები მყავდა, – გვიამბობს დავით მახათაძე – მოვიდნენ ბორითის გამგებელი ვალერი ბარბაქაძე, უბისელი მალხაზი სებისკვერაძე, ბორითელი გია ტყემალაძე, მეოთხე პიროვნებას არ ვიცნობ. სუფრასთან მივიპატიჟე.
სახლში არ შემოვიდნენ, მითხრეს, რომ არჩევნები წაგვაგებიე, დაიწყეს გინება ნაციონალური მოძრაობის მისამართით, მეც შემაგინეს. მალხაზი სებისკვერაძემ ხელი მკრა და წავიქეცი. ავდექი თუ არა, ისინი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
ხარაგაულში მცხოვრები სტუმარი მყავდა და სახლში წავიყვანე.
ამასობაში ოჯახიდან დამირეკეს, რომ ის ადამიანები ჩემს ოჯახში ისევ მისულან, კიდევ მოუყვანიათ ხალხი. ჩემი ვაჟი სასტიკად უცემიათ. ჩემს ქალიშვილსა და რძალსაც ხელი გაარტყეს,“ – ამბობს დავით მახათაძე.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავას ინფორმაციით, უბისაში ცემის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადას ითვალისწინებს.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში