ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო და გამგებლის არჩევნების მონაცემები შეაჯამა. ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 904 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 12 741-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი (51.86%) და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი რობაქიძე (21,79%) ლიდერობენ.

პირველადი მონაცემებით, მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ხარაგაულში საარჩევნო ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

#1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე ‐  სახელმწიფო ხალხისთვის“ – გიორგი გლუნჩაძე – 673 ხმა;
#2 პროგრესულ‐დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!“) –მაია ფირცხალავა – 7 ხმა;
#3 საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – მაია კიკნაძე – 205 ხმა;
#5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი რობაქიძე 2 776 ხმა (21,79%);
#6 „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ – ნოდარ ებანოიძე – 1462 ხმა (11,47%);
#8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – ლევან ჩხეიძე – 302 ხმა;
#16 „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – ნუგზარი ქამუშაძე – 11 ხმა;
#17 „საქართველო“ – გოჩა ქოჩიაშვილი – 8 ხმა;
#19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐  მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – გურამ გეწაძე – 58 ხმა;
#22 მერაბ კოსტავას საზოგადოება – რეზო ჩახუნაშვილი – 8 ხმა;
#26 ეროვნული ფორუმი – დავით გიორგაძე – 24 ხმა;
#27 „ირაკლი ალასანია ‐ თავისუფალი დემოკრატები“ – ზურაბ მაჭავარიანი – 600 ხმა;
#41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – კობა ლურსმანაშვილი – 6 607 ხმა (51.86%).

რაც შეეხება ბაღდათის საარჩევნო ოლქის შედეგებს, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, ელეონორა ლომსიანიძის ინფორმაციით, შედეგები შეაჯამეს და ცესკოს ვებგვერდზე ასატვირთად გააგზავნეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ბაღდათის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.

შოთა ლომიძის ფოტო