

რამდენიმე წუთის წინ ხარაგაულისა და ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების შედეგების დათვლა დაიწყო.
ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბნებში დაფიქსირებული დარღვევები შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოთხი საჩივარი, ხოლო ბაღდათის საარჩევნო კომისიაში – ექვსი საჩივარი შევიდა. საჩივრები საკონტროლო ფურცლების არასრულყოფილად შევსების გამო დაიწერა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“. მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია ბაღდათის ოლქის პირველადი შედეგები და აქედან გამომდინარე ისიც, – გაიმართება თუ არა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური.
პარტია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე არჩევნების პირველად შედეგებზე ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს.
რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროს ომარ გაგოშიძის თქმით, მეორე ტური ნაკლებად სავარაუდოა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გიორგი რობაქიძის ვარაუდით, ბაღდათის ოლქის შედეგების მიხედვით, მეორე ტური მოსალოდნელია.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის