24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბორითში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. 13 ოქტომბერს ბორითში, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილზე აღმართულ მემორიალთან პარაკლისი აღავლინეს სასულიერო პირებმა. პოლიტიკოსებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერაბ კოსტავას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას. ბორითში, მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატები.
დეკანოზი მირიან სამხარაძე: -24 წელი გავიდა ქართველი ერისთვის ტრაგიკული დღიდან. ბევრი დააკლდა საქართველოს მერაბის გარდაცვალებით. ის ერთიანობა, რომელიც საჭირო იყო და ვერ შევინარჩუნეთ, მერაბის დანაკლისითაა გამოწვეული. 24 წელია დავდივართ ისევ უდაბნოში და ერთ ადგილს ვტკეპნით. როგორც მოსემ გამოიყვანა ხალხი და 40 წელი იარეს უდაბნოში, ჩვენც,
ალბათ, კიდევ გვჭირდება გარკვეული წლები, რომ მივიდეთ აღთქმულ ქვეყანაში. მწამს და მჯერა, რომ მერაბისა და ზვიადის ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და საქართველო მეორედ მოსვლის ჟამს გაბრწყინებული შეხვდება უფალს.
ზვიად ძიძიგური: -ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს – მერაბის დაღუპვის დღე. ქვეყანამ თავისი გმირები არ უნდა დაივიწყოს. ათ წელზე მეტია, ჩვენ, კონსერვატორები, ყოველ წელს მოვდივართ ამ ჯვართან, სადაც პანაშვიდს ვიხდით, შესანდობარს ვამბობთ და ვცდილობთ,
გავახსენოთ ქვეყანას მერაბ კოსტავა. ამ ქვეყანას ჰყავდა შავლეგო რაინდი, რომელიც დილიდან საღამომდე ერთადერთი საზრუნავით იყო დაკავებული – როგორ შეერიგებინა ქართველები, როგორ დაემთავრებინა მათ შორის ქიშპი, კინკლაობა; რაღაც წვრილმანის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე სამშობლოს ინტერესებია. მერაბ კოსტავა არ იყო კაცი, რომელიც მარტოოდენ მორალს გვიკითხავდა. ის თავისი ცხოვრებით, საკუთარი მაგალითებით ყველას გვამხნევებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ არასოდეს დაივიწყოს მერაბ კოსტავასა და ზვიად
გამსახურდიას ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ეროვნული სულის გაძლიერება ყოველთვის სჭირდება ყველა ქვეყანას. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და გმირობის მაგალითებზე ჩვენ შეგვიძლია გავამხნევოთ მთელი ქვეყანა.
nიმავე დღეს გაიმართა ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია, ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში კი – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ (რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე, მუსიკალური გამფორმებელი დალი მერაბიშვილი). სპექტაკლის მიმდინარეობისას ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისი“ (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე) შეასრულა პატრიოტული სიმღერები.
მწერალმა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლმა გურამ დოჩანაშვილმა, პარლამენტარებმა ელისო ჩაფიძემ და ნოდარ ებანოიძემ, პედაგოგმა მერი გიორგიძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ღონისძიებაზე გაიხსენეს მერაბ კოსტავა და შეაფასეს ეროვნული გმირის ღვაწლი.
ლაურა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“